სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ნოდარ ნათაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით


დღეს ვემშვიდობებით ბატონ ნოდარ ნათაძეს, - ცნობილ ფილოსოფოსს, პოლიტიკოსს, ეროვნულ მოღვაწეს; პატიოსნებით, გულწრფელობით, პირდაპირობით გამორჩეულს, რომელიც ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში და ღვთის წინაშეც მაზიარებელ პიროვნებად წარსდგება.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა მისმა უკვდავმა სულმა სავანე მართალთა დაიმკვიდროს, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვითი შეწევნის ძალა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

18.11.2022

მსგავსი განცხადებები: