კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს


გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითია და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად.

არაერთხელ მითქვამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა. ამიტომაც უნდა ეცადოთ თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად, ეცადოთ თქვენც და თქვენი შვილებიც ღვთის რწმენაში განმტკიცდეთ, არ მოსწყდეთ წინაპართა ფესვებს და, ძალისამებრ თქვენისა, ხელი შეუწყვეთ საქართველოს წარმოჩენას თქვენს გარემოში.

27.06.2024

მსგავსი განცხადებები: