სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ გოგი-გიორგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო


დიდად ვწუხვართ. ჩვენი დროის კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება, - ბატონი გოგი-გიორგი ხარაბაძე შეერთო მარადიულობას.

იგი ხშირად მოდიოდა საპატრიარქოში, ხშირად ესწრებოდა მსახურებებსაც, მაგრამ ღმერთისკენ მისი მკვეთრი შემობრუნება შვილის, ხარებას, გარდაცვალების შემდეგ მოხდა.

ერთ დროს ერული ცხოვრების მოყვარული, შეიცვალა და თავისი მთავარი დანატოვარიც, - ბიბლიის სრული ტექსტის აუდიო ჩანაწერი, შემდეგ შექმნა; ბოლო პერიოდში კი საერთოდ განმარტოვდა და მისი მიწიერი ყოფა იქცა გზად სახლიდან ეკლესიამდე და პირიქით.

ახლა იწყება მისი მთავარი მსვლელობა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა გოგი-გიორგის უკვდავმა სულმა სავანე მართალთა დაიმკვიდროს და წიაღსა შინა აბრაამისასა განისვენოს, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მისთვის ლოცვის ძალა და ღვთის გზით დაუბრკოლებელი სვლის უნარი.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

20.08.2023

მსგავსი განცხადებები: