ბერად აღკვეცა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში


2023 წლის 19 დეკემბერს, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) საეპისკოპოსო რეზიდენციაში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცა მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი დავით შამფრიანი, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდა.

ვულოცავთ მამა ნიკოლოზს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ!

მსგავსი განცხადებები: