გარდაიცვალა დეკანოზი ლონგინოზ მანაგაძე


დღეს, 2024 წლის 25 ივნისს შვეიცარიაში მკურნალობისას გარდაიცვალა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის სამხედრო ბაზაზე არსებული წმინდა მოწამე ლონგინოზ ასისთავის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლონგინოზ მანაგაძე.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ლონგინოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ვანისა და ბაღდათის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი ლონგინოზი.

მსგავსი განცხადებები: