სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი


ოთარ გაგუას, ბორის ბერულავას, სპირიდონ (ფრიდონ) თირქიას, ხვიჩა დეკანოსიძის, რევაზ კვარაცხელიას, ვახტანგ ხოჯანაშვილის, ბიძინა უშხვანის, ზვიად უშხვანის, გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანისა და იური (გიორგი) მაჭარაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

დღეს სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილი 11 პიროვნება მოასვენეს, ყოველი ასეთი სიტუაცია ანახლებს ჩვენს ჭრილობას და ძმათა შორის დაპირისპირების 30 წლის წინანდელ ტკივილს გვიმძაფრებს.

ღმერთმა დალოცოს ოთარის, ბორისის, სპირიდონის (ფრიდონის), ხვიჩას, რევაზის, ვახტანგის, ბიძინას, ზვიადის, გიორგის, ოთარის და იურის (გიორგის) უკვდავი სულნი და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ლოცვის ძალა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

7 დეკემბერი, 2022 წ.

მსგავსი განცხადებები: