სრულიად საქართველოს კათოოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბულგარეთის პატრიარქს


მის უწმინდესობას, ბულგარეთის პატრიარქსა და სოფიის მიტროპოლიტ დანიელს

თქვენო უწმინდესობავ,

მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა ბულგარეთის წმინდა ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე თქვენს აღსაყდრებასთან დაკავშირებით.

თქვენ გახდით პირველიერარქი გამორჩეული ისტორიის მქონე ეკლესიისა. ეს უდიდესი პატივია და უმძიმესი ჯვარიც, მაგრამ უფალი მოგცემთ ძალას როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევების დასაძლევად.

შევთხოვ თავთა მოციქულთა, წმ. პეტრესა და პავლეს, იყვნენ შუამდგომელნი თქვენი წინაშე ღვთისა, რათა მშვიდობით, ერთობითა და სიყვარულით აღასრულოთ თქვენი მამამთავრული ღვაწლი სადიდებელად ღვთისა, სამსახურებელად ბულგარეთის წმინდა ეკლესიისა და მსოფლიო მართლმადიდებლობისა.

პატივისცემით,

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის

08.07.2024

მსგავსი განცხადებები: