გარდაიცვალა ურბნისისა და რუისის ეპარქიის სქემმონაზონი (22.09.2023)


2023 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა ურბნისისა და რუისის ეპარქიის, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წევრი, სქემმონაზონი მოსე (გვარამია).

სქემმონაზონი მოსე დაიკრძალება სამშაბათს, 2023 წლის 26 სექტემბერს, ამავე მონასტრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვათ სქემმონაზონ მოსეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ურბნისისა და რუისის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლადშესვენებული სქემმონაზონი მოსე.

მსგავსი განცხადებები: