გარდაიცვალა იღუმენი ნიკოლოზი (მურვანიძე)


დღეს, 2024 წლის 16 მაისს გარდაიცვალა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე სახუნდარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის მამათა მონასტრის წევრი, იღუმენი ნიკოლოზი (მურვანიძე).

იღუმენი ნიკოლოზი დაიკრძალება შაბათს, 2024 წლის 18 მაისს მცხეთის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერში.

მწუხარებას გამოვთქვამთ იღუმენი ნიკოლოზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ ბოლნისის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული იღუმენი ნიკოლოზი.

მსგავსი განცხადებები: