ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ეპარქიის მთავარდიაკონი მღვდლად აკურთხა


დღეს, 2024 წლის 19 აგვისტოს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (ბულუხია) ვანის წმინდა ზაბულონისა და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა ეპარქიის მთავარდიაკონი, კალენიკე გიგატაძე.
 
მღვდელი კალენიკე ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენობნის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
 
აქსიოს! ვულოცავთ მამა კალენიკეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: