გარდაიცვალა სამების საპატრიარქო ტაძრის უხუცესი არქიდიაკონი


2023 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის უხუცესი არქიდიაკონი იოსები (ნიქაბაძე).

ხვალ, 2023 წლის 20 ნოემბერს, არქიდიაკონი იოსები დასვენებული იქნება ყოვლადწმინდა სამების ლავრის ეზოში მდებარე წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში.

სამშაბათს, 21 ნოემბერს, 14 საათზე იგი დაიკრძალება ელიას მთაზე, წმინდა საბა განწმენდილის სახელობის მამათა მონასტრის საძმო სასაფლაოზე.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული არქიდიაკონი იოსები.

მსგავსი განცხადებები: