სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ ბენიამინ ჩიხორლიშვილის გარდაცვალების გამო


დიდად ვწუხვართ ნეკრესის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ბენიამინ ჩიხორლიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო, რაც დიდი დანაკლისია მისი მრევლისთვის, ნეკრესის ეპარქიისა და ჩვენი ეკლესიისთვის.

იგი 1990 წელს ეკურთხა მღვდლად და ყოველთვის თავდადებით, კრძალვითა და სიყვარულით ემსახურებოდა უფალს და მშობლიურ მხარეს.

ალბათ სიმბოლურია, რომ მამა ბენიამინი სინასა და რაითის უდაბნოში სარკინოზთაგან მოწყვეტილი წმინდა ბენიამინის სახელს ატარებდა და მისი ამქვეყნიდან გასვლაც სინას მთაზე მოხდა.

თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მრევლს, სადაც იგი წინამძღვრად მსახურობდა კურთხევის დღიდან და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასი იყო ეს პიროვნება.

შევთხოვთ ღმერთს, სავანესა მართალთასა განუსვენოს დეკანოზ ბენიამინის სულს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მადლი და მისთვის ლოცვის ძალა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

23.02.2023

მსგავსი განცხადებები: