გარდაიცვალა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მონაზონი


2024 წლის 3 იანვარს გარდაიცვალა ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის მაცხოვრის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი მარინე (მელიქიძე).

მონაზონი მარინე დასვენებულია ვალის დედათა მონასტერში. ხუთშაბათს, 4 იანვარს იგი გადასვენდება ახალციხის წმინდა ქალწულმოწამე მარინეს სახელობის საკათედრო ტაძარში, ხოლო პარასკევს, 5 იანვარს, 13:00 საათზე დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.

მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ მარინეს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი მარინე.

მსგავსი განცხადებები: