დიაკვნად ხელდასხმა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიაში


2023 წლის 19 მარტს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის ძლევის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნე იმედა კაპანაძეს და უწოდა დოსითეოზი.

დიაკონი დოსითეოზი ამავე ტაძარში იმსახურებს.

აქსიოს! ვულოცავთ მამა დოსითეოზს. უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: