სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო (20.07.2023)


ქართველ ხელოვანთა რიგებს კიდევ ერთი ადამიანი-ლეგენდა, ქართული ცეკვის ვირტუოზი, ბატონი ომარ მხეიძე გამოაკლდა.

მას კარგად ვიცნობდი, რადგან ხშირად მოდიოდა ჩვენთან და თავისი შემართებით, ქვეყნის სიყვარულით, მონდომებით … გამოირჩეოდა.

ღმერთმა აცხოვნოს ბატონი ომარის უკვდავი სული და წიაღი აბრაამისა დაუმკვიდროს, ხოლო ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მსგავსი განცხადებები: