გარდაიცვალა დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე


2023 წლის 10 ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის (ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მდებარე) ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი როსტომ ლორთქიფანიძე.

ორშაბათს, 13 ნოემბერს, მას გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში (ეროვნული ბიბლიოთეკის უკან), სადაც სამშაბათამდე იქნება დასვენებული. სამშაბათს, წირვის შემდეგ, 14:00 საათზე მოხდება მისი გადასვენება ოქროყანაში, სადაც მეუღლის გვერდით დაიკრძალება.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ როსტომის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი როსტომი.

მსგავსი განცხადებები: