სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ მედეა ამირანაშვილის გარდაცვალების გამო


ქართულ საოპერო სცენას მრავალი ღირსეული და, მართლაც, გამორჩეული მომღერალი ჰყავდა და ჰყავს.

ქალბატონი მედეა ამირანაშვილი, მამასთან და ქალბატონ ცისანა ტატიშვილთან ერთად, ამ სივრცის მშვენებად და დიდებად იქცნენ.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ისიც, რომ ქალბატონი მედეა ღვთისგან დაჯილდოებული იყო სიკეთით, უშურველობით, სხვისთვის სიხარულის მინიჭების უნარითა და პიროვნული სხვა ღირსებებით; და რაც მთავარია, იყო მორწმუნე, რაც არც არასდროს დაუმალავს.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო ქალბატონ მედეას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

05.12.2023

მსგავსი განცხადებები: