მღვდლად კურთხევა შემოქმედის ეპარქიაში (21.04.2024)


2024 წლის 21 აპრილს შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვის წმინდა პირველმოწამე და მოციქულთასწორ თეკლას სახელობის დედათა მონასტერში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ნიკოლოზ სამხარაძეს.

მღვდელი ნიკოლოზი სოფელ ჯურუყვეთის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში იმსახურებს.

აქსიოს! ვულოცავთ მამა ნიკოლოზს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: