დიაკვნად ხელდასხმა მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში


გუშინ, 2023 წლის 26 თებერვალს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს, სტიქაროსან ანდრია არჯევანიძეს.

დიაკონი ანდრია იმსახურებს ზესტაფონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.

აქსიოს! ვულოცავთ მამა ანდრიას, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: