მღვდლად კურთხევა სურამისა და ხაშურის ეპარქიაში


დღეს, 2024 წლის 12 ივლისს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა და სარმანიშვილისკარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა სქემ-ბერ-დიაკონი ლაზარე (ხუციშვილი).

აქსიოს! ვულოცავთ მამა ლაზარეს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ.

მსგავსი განცხადებები: