სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ოჯახებს


როგორც ცნონილია, გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში დაღუპული მოქალაქეებისა და მებრძოლების ჩამოსვენება უკვე რამდენჯერმე მოხდა და დღესაც ასეთი დღეა; დღე გლოვისა და ერთგვარი სულიერი სიმშვიდისა, რადგან გარდაცვლილნი თავის ახლობლებს უბრუნდებიან.

აქ, თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძარში, დასვენებულნი არიან: მალხაზ ზედგენიძე, ზაქრო ბაციკაძე, ზურაბ ჭეღელიძე, დურმიშხან მაზანაშვილი, მირიან გოგალაძე, ივანე თვალიაშვილი, ალექსი ონიაშვილი, ღუტო კვირიკაშვილი, ემზარ სულაქველიძე, ლევან ზერეკიძე, ჯიმშერ მერებაშვილი, მამუკა მეტრეველი, გიორგი მირზიაშვილი, მალხაზ ჯავახიშვილი, ეთერ გასვიანი, ბადრი შალიკაშვილი, ბესიკ ნიკოლიშვილი, გოჩა სანაია, გიორგი სანაია, სპარტაკ ზარანდია, კახა ზარანდია, ელგუჯა მეტრეველი, გიგუშა სანაია.

უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აცხოვნოს და სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი და სულნი საქართველოსთვის თავდადებულთა ყოველთა.

ღმერთმა დალოცოს ამ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შთამომავალნი, ახლობელნი და ისინიც, ვინც იღვაწა მათი გადმოსვენებისათვის.

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს სრულიად საქართველო.

ილია II, სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის

07.12.2023

მსგავსი განცხადებები: