ხელდასხმა სურამისა და ხაშურის ეპარქიაში


დღეს, 2023 წლის 20 აგვისტოს, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ცაკაშვილი) სურამის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ რაფაელს (ჩაჩანიძე) ხოლო ბერი ელისე (შუბლაძე) დიაკვნად აკურთხა.

მღვდელმონაზონი რაფაელი იმსახურებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის აღდგომის სახელობის მამათა მონასტერში, ხოლო ბერდიაკონი ელისე - ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

აქსიოს! ვულოცავთ მამებს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ!

მსგავსი განცხადებები: