გარდაიცვალა ბერი ანდრია (ჯაფარიძე)


ამა წლის 13 ოქტომბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა გელათის მამათა მონასტრის წევრი, ბერი ანდრია (ჯაფარიძე).
 
ბერი ანდრია დაიკრძალება დღეს, 15 ოქტომბერს გელათის მონასტრის ეზოში.
 
მწუხარებას გამოვთქვამთ ბერ ანდრიას გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მონასტრის საძმოს, ქუთაის-გაენათის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.
 
უფალმა მართალთა თანა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
 
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული ბერი ანდრია.

მსგავსი განცხადებები: