გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოსები (ბურჯანაძე)


დღეს, 2023 წლის 30 იანვარს, გარდაიცვალა გელათის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოსები (ბურჯანაძე).

2023 წლის 16 იანვარს გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის დროს მან მძიმე დამწვრობა მიიღო, რის გამოც იგი ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდეგ თბილისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.

მამა იოსები დაიკრძალება შაბათს, 2023 წლის 4 თებერვალს გელათის მამათა მონასტერში.

მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ იოსების გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული არქიმანდრიტი იოსები.

 

მსგავსი განცხადებები: