სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ტარიელ ლოლაძის გარდაცვალების გამო


დიდად ვწუხვართ ბატონ ტარიელ ლოლაძის გარდაცვალების გამო.

იგი იყო თავისი საქმის ერთგული, უშურველი, გამორჩეულად კეთილი პიროვნება, რომელიც მოყვასისთვის ცხოვრობდა და მრავალთა იმედი იყო.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული და წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

15 მარტი, 2023

მსგავსი განცხადებები: