სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი დეკანოზ გიორგი კობაიძის გარდაცვალების გამო


ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის (თემქა) წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კობაიძე.

იგი 2011 წლიდან გახდა ამ ეკლესიის პირველი სასულიერო პირი და თავისი ცხოვრების 13 წელი აქ და ამ მრევლის გულითად მსახურებაში განლია.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს მომადლოს მშვიდობა და დეკანოზ გიორგისათვის ლოცვის ძალა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

27.07.2024

მსგავსი განცხადებები: