სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მილოცვა ბატონ ელდარ შენგელაიას დაბადებიდან 90 წლისთავის გამო


ჩვენი დროის უთვალსაჩინოეს რეჟისორს, ბატონ ელდარ შენგელაიას, გულითადად ვულოცავთ საიუბილეო თარიღს.

თქვენ, ღვთის ნებით, მოგეცათ შესაძლებლობა, თქვენი საქმიანობით, თქვენი შემოქმედებით გემსახურათ ხალხისთვის და ყოფილიყავით სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებელი.

თქვენი განსხვავებული ხედვა და მარადიული თემების ახლებურად წარმოჩენა უკვდავებასთან წილნაყარს ხდის თქვენს შემოქმედებას და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს.

ღმერთმა დაგლოცოთ და კვლავაც დიდხანს გამსახუროთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

26.01.2023

მსგავსი განცხადებები: