გარდაიცვალა კომპოზიტორი თამარ ჩაჩიბაია


2024 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა კომპოზიტორი თამარ ჩაჩიბაია, რომელსაც ეკუთვნის მელოდიები ისეთი საგალობლებისა, როგორიცაა “წმინდა ხარ”, “იესო, ღმერთო გულისა ჩემისაო”, “რათა შევიწყნაროთ”, წმ. ნინოს, წმ. გიორგის, წმ. ბარბარეს ტროპრები და სხვა.

ქალბატონი თამარი დაიკრძალება შაბათს, 2024 წლის 8 ივნისს ბოდბის დედათა მონასტრის სასაფლაოზე.

მწუხარებას გამოვთქვამთ ქალბატონი თამარის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მხევალი ღვთისა თამარი.

მსგავსი განცხადებები: