სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საახალწლო მილოცვა


"დაგვიდგა ახალი წელი. დღეს ჩვენ გვესმის მეფე დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: ,,მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაც ვიდოდე". ყოველმა ადამიანმა და ერმა უნდა შეარჩიოს თავისი გზა, თავისი მომავალი.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი.

ჩვენ გვაწუხებს ურთიერთობა, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის და არის დიდი პრობლემის წინაშე. იმედი მაქვს, რომ დაძლევს მშვიდობა და მშვიდობა მოიცავს ორივე ქვეყანას.

რაც შეეხება საქართველოს, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოგვარდება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობიან მომავალს.

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება, ამინ!"

1 იანვარი, 2023 წელი

მსგავსი განცხადებები: