- 2023/05/10
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს,
ბატონ ილჰამ ალიევს
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!
გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით და გილოცავთ მსოფლიო დონის გამოჩენილი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოღვაწის, ღირსეული პიროვნების, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის დაბადების საიუბილეო თარიღს.
100 წლის წინ ნახჭევანში დაიბადა ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისტორიაში და, ამასთან, თავისი დროის აზერბაიჯანის სიმბოლოდ იქცა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ჰეიდარ ალიევი თავისი საქმიანობით, როგორც საბჭოთა, ისე პოსტსაბჭოთა პერიოდში, ფესვებს არ ივიწყებდა და ყოველთვის იყო სამშობლოს დიდი გულშემატკივარი.
თავისი ერის უდიდესმა სიყვარულმა განაპირობა ის ფაქტიც, რომ მან უმაღლესი თანამდებობა დატოვა, ხალხის თხოვნით სამშობლოში დაბრუნდა და მთელი ძალისხმევა მძიმე მდგომარეობაში მყოფი საკუთარი ქვეყნისკენ მიმართა. სწორედ ამ ქმედებამ განაპირობა მისი ხელახალი წინსვლა, რაც აზერბაიჯანის ასაღორძინებლად გაწეულ შემდგომ ათ წლიან უმნიშვნელოვანეს პერიოდთან არის დაკავშირებული.
ამიტომაც იქცა იგი რჩეულ ეროვნულ ლიდერად და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც ფრიად საპატივცემულო პიროვნებად.
მის გზას აგრძელებთ, თქვენ - თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ილჰამ ალიევ, რისი შედეგიც არის ის, რომ უკვე 20 წელია აზერბაიჯანი გამორჩეული გახდა წარმატებებით, აღმშენებლობითა და კეთილდღეობით.
ბატონ ჰეიდარ ალიევის მოღვაწეობა ბატონ ედუარდ-გიორგი შევარდნაძის მმართველობის თანადროულია. მათმა გულთბილმა ურთიერთობამაც განაპირობა ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხების მეგობრობა, რისი გამოვლინებაცაა, მაგალითად, ის, რომ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთ-ერთ ცენტრალურ მონაკვეთს, ჰეიდარ ალიევის სახელი ეწოდა.
მადლობა ღმერთს, მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის კვლავაც გრძელდება, რაც ახლა უკვე ჩვენი ხელისუფლებისა და პირადად თქვენი დამსახურებაა. ვიმედოვნებთ, პატივისცემასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ეს კავშირი მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ბატონ ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავს და გისურვებთ ქვეყნის ბედნიერ აწმყოსა და მომავალს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
10.05.2023
მსგავსი განცხადებები:
- 2022/09/02
- 2022/11/24
- 2022/11/24
- 2022/11/25
- 2022/11/25
- 2022/12/28
- 2022/12/31
- 2023/01/08
- 2023/01/14
- 2023/01/29
- 2023/01/30
- 2023/01/30
- 2023/02/13
- 2023/03/05
- 2023/04/04
- 2023/04/14
- 2023/04/15
- 2023/04/24
- 2023/05/23
- 2023/08/20
- 2023/08/20
- 2023/11/05
- 2023/11/11
- 2023/12/04
- 2023/12/31
- 2024/01/23
- 2024/01/30
- 2024/02/01
- 2024/02/05
- 2024/03/23
- 2024/03/27
- 2024/04/08
- 2024/04/11
- 2024/05/03
- 2024/05/07
- 2024/05/07
- 2024/05/16
- 2024/06/07
- 2024/06/11
- 2024/06/16
- 2024/06/17
- 2024/06/25
- 2024/07/07
- 2024/07/07
- 2024/07/13
- 2024/07/26
- 2024/08/03
- 2024/08/09
- 2024/08/19
- 2024/08/21
- 2024/08/21
- 2024/09/14
- 2024/09/17
- 2024/10/15
- 2024/11/07
- 2024/11/08