დიაკვნად ხელდასხმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში


2023 წლის 19 დეკემბერს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, დიაკვნად აკურთხა საფარის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ირაკლი შენგელია, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდა.

დიაკონი ნიკოლოზი ამავე ტაძარში იმსახურებს.

აქსიოს! ვულოცავთ მამა ნიკოლოზს, უფალმა ღირსეულად ამსახუროს ეკლესიის საკეთილდღეოდ!

მსგავსი განცხადებები: