სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი


გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, - გურგენ (გიორგი) გაგნიძის, მიხეილ ყაფლანიშვილის, ალექსანდრე მარტიაშვილისა და ლევან სახელაშვილის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

07.11.2022

მსგავსი განცხადებები: