სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ქალბატონ ანა (გულიკო) ჩაფიძის გარდაცვალების გამო


ვემშვიდობებით გამორჩეულ ქალბატონს, რომელმაც თავისი პრაქტიკული და მეცნიერული მიღწევებით საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და დიდი მემკვიდრეობაც დატოვა; მან მრავალ ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე და მათ იმედად და ნუგეშად ექცა. იგი ხშირი სტუმარი იყო საქართველოს საპატრიარქოსი და პირადად მეც მასთან წლების მანძილზე ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ქალბატონი ანა-გულიკო მაგალითია ჭირსა შინა გაუტეხლობისა. მისი ცხოვრება, ერთის მხრივ, იყო მუდმივი წარმატება, მეორეს მხრივ, დიდი განსაცდელებით სავსე გზა. მან შეძლო ტკივილზე გამარჯვება სულიერი ფერისცვალებით, რწმენითა და ღვთის შეწევნით.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან იგი სავანესა მართალთასა დაამკვიდროს, წიაღსა შინა აბრაამისასა განუსვენოს და ახლობლების, მეუღლის, შვილებისა და შვილიშვილის ხილვით გაახაროს.

ილია II, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

23.05.2024

მსგავსი განცხადებები: