გარდაიცვალა მიტროპოლიტ ნიკოლოზის დედა


ამა წლის 13 დეკემბერს მარადისობას შეუერთდა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის დედა, ჭიათურის მღვიმევის დედათა მონასტრის წევრი, მონაზონი თეკლე (კობახიძე-ფაჩუაშვილი).
 
მონაზონი თეკლე დაიკრძალება ორშაბათს, 16 დეკემბერს ამავე მონასტრის ეზოში.
 
მწუხარებას გამოვთქვამთ მონაზონ თეკლეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ მიტროპოლიტ ნიკოლოზს, განსვენებულის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, მღვიმევის დედათა მონასტერს.
 
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი.
 
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მონაზონი თეკლე.

მსგავსი განცხადებები: