- 2023/10/06
3 და 4 ოქტომბერს საბერძნეთის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სხდომები გაიმართა, რომელმაც დაამტკიცა 9-11 ოქტომბერს გასამართი მღვდელმთავართა კრების დღის წესრიგი და ასევე განიხილა სხვადასხვა საკითხები.
მღვდელმთავართა გეგმური კრების სხდომები ათენში 9 ოქტომბერს, დილის 6:30-ზე, სამღვდელმთავრო ლიტურგიით დაიწყება და მას იერარქთა შორის ქირიტონიით ყველაზე ახალგაზრდა, დრამის მიტროპოლიტი დოროთე გაუძღვება.
დილის 9 საათზე წმინდა სინოდის სასახლეში კრების სამუშაო სხდომები დაიწყება, რომელსაც მისი თავმჯდომარე, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე გახსნის, მის შემდეგ კი სინოდის წევრთა შორის ქიროტონიით უპირატესი, კარისტიის მიტროპოლიტი სერაფიმე გამოვა სიტყვით. შემდეგ აირჩევენ სინოდის სხდომის პრესსპიკერს და დაამტკიცებენ მღვდელმთავრობის კანდიდატად ასარჩევთა შევსებულ სიას.
ამის შემდეგ წმინდა სინოდი აირჩევს თესალონიკის, პარამითიის და ფლორინის მიტროპოლიტებს, ნაშუადღევს კი - დამხმარე ეპისკოპოსებს.
სამშაბათს, 10 ოქტომბერს სიტყვა მიეცემათ მღვდელმთავრად გამორჩეულებს. სინოდალური კომისიების თავმჯდომარე მღვდელმთავართა მიერ გაკეთდება 2022-23 საეკლესიო წლის მუშაობის შესახებ მოხსენება. შემდეგ 2024-2027 საეკლესიო წლებისათვის აირჩევენ სინოდალური კომისიების ახალ შემადგენლობებს და განიხილავენ სხვადასხვა წამოჭრილ საკითხს.
ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს, დამტკიცდება რა, წინა სამუშაო სხდომათა ოქმები, მანის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - "მონაზონთა კანონიკური მდგომარეობა", რასაც მოჰყვება დისკუსია და დასკვნები.
წყარო: https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/59190-i-iera-synodos-gia-tin-sygklisi-tis-ierarxias?fbclid=IwAR1U0w1p958Bki7mOqbVyzN19DAgLpiJw-zydgD3X1imyd_Qj1k2gvK4vdE
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19