- 2023/12/01
სახელმწიფო ორგანოს განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის პოჩაევოს მიძინების სახელობის ლავრაში ჩხრეკის მიზეზი მონასტრის ხელმძღვანელის მონაწილეობაა ეთნიკური მტრობისა და შუღლის გაღვივებაში.
როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, პოჩაევოს ლავრის წარმომადგენლებმა მონასტრის საიტზე გამოაქვეყნეს პუბლიკაცია, რომელშიც შეურაცხყოფდნენ ებრაელთა ეროვნულ ღირსებას; აგრეთვე რელიგიურ შუღლს აღვივებდნენ ყველა ეკლესიის წარმომადგენელს შორის, გარდა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიისა.
ასევე ამ პობლიკაციაში, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს უკრაინის, როგორც სუვერენული, რუსეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა.
წყარო: https://risu.ua/ru/v-sbu-obyasnili-prichinu-vizita-v-pochaevskuyu-lavru_n144367
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19