- 2024/01/26
"ათენის მთავარეპისკოპოს იერონიმეს წინადადება, რომ ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანილი ჩვილები არ მოინათლონ, მის პირად აზრს წარმოადგენს და არ გამოხატავს საბერძნეთის ეკლესიის მღვდელთმთავართა სინოდის პოზიციას, რომელიც ელოდება კანონიკურ და დოგმატურ საკითხთა კომიტეტის მოხსენებას, როგორც ეს 23 იანვრის სხდომაზე იქნა გადაწყვეტილი"- აღნიშნავს მესინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი ერთ-ერთ ბერძნულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში.
როგორც ქრიზოსტომოსი აცხადებს, "კონკრეტული ბავშვების არმონათვლა ცალკეული კანონიკური ეპიტიმიაა მათთვის, ვინც ერთსქესიანი წყვილების მიერ არიან ნაშვილები, რომლებიც სცოდავენ. ამერიკის მთავარეპისკოპოსის თანხმობა ამ თემაზე ბათილდება მისი მოქმედებით, როდესაც გლიფადაში ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანილი ჩვილები მონათლა".
უნდა აღინიშნოს, რომ მესინიის მიტროპოლიტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ "არავის შეიძლება შეეზღუდოს ნათლობის საიდუმლო. ეკლესიისთვის პრობლემა არაა, რომ შური იძიოს ქორწინების ამ სახის აღმსრულებელთა მიმართ. ეკლესიის პრობლემა არის ის, რომ არ შეუძლია მიიღოს ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რომელიც ტრადიციული ქორწინების მიღმაა".
უფრო ადრე, მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ კითხვაზე, თუ რას გააკეთებდა ეკლესია ერთსქესიანი წყვილების შვილთა ნათლობასთან დაკავშირებით, უპასუხა:
"ეკლესია დაელოდება რომ ამ ბავშვებმა მიაღწიონ გარკვეულ ასაკს, და როდესაც გაიზრდებიან და მოისურვებენ რომ მოინათლონ, მოინათლებიან. ისევ უნდა დავუბრუნდეთ გარდამოცემას. ბავშვები მცირე ასაკში იმიტომ ინათლებიან, რომ ეკლესიაში შექმნილი იყო იმგვარი შეგრძნება, რომ ბავშვი გაიზრდებოდა ქრისტიანულ გარემოში, შესაბამისად, კატეხიზაცია საჭირო აღარ იყო. ახლა, როდესაც მდგომარეობა შეიცვალა, ბავშვების წინააღმდეგ კი არ ვართ, გვიყვარს ბავშვები და მათზე სხვებზე მეტად ვზრუნავთ. ეკლესია დაელოდება, რომ მათ მიაღწიონ რაღაც ასაკამდე და როდესაც გაიზრდებიან, თუ მოისურვებენ, რომ მოინათლონ, მოინათლებიან".
წყარო: Μεσσηνίας: «Προσωπική άποψη του Αρχιεπισκόπου η μη βάφτιση νηπίων παιδιών ομόφυλων» (romfea.gr)
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27