- 2024/01/20
პარასკევს, 19 იანვარს მსოფლიო პატრიარქი იულიუსის კალენდრით ნათლისღების დღესასწაულზე პრუსიის სამიტროპოლიტოს დაბა ტრიგლიას წმინდა ბასილი დიდის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრო.
ტრიგლიასა და მის მიმდებარე ადგილებში მრავალი სლავურენოვანი მართლმადიდებელი ქრისტიანი ცხოვრობს.
მსახურებას ესწრებოდნენ ქალკედონის მიტროპოლიტი ემანუელი და დერკოსის მიტროპოლიტი აპოსტოლოსი, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს გენერალური კონსულები, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთისა და ბულგარეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
მსახურებაზე „მრწამსი“ და "მამაო ჩვენო" ბერძნულ, უკრაინულ, რუმინულ, არაბულ, ქართულ და თურქულ ენებზე წარმოითქვა.
მსახურების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქი, მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები ოფიციალურ პირებთან და მრევლთან ერთად სანაპიროზე გავიდნენ, სადაც მსოფლიო პატრიარქმა ჯვრის "წყალში შთაფლვის" რიტუალი აღასრულა.
ჯვრის ამოსატანად წყალში ექვსი მორწმუნე გადახტა. ბატონი ვიქტორ გალიფ იავუზი პირველი მიცურდა ჯვართან. მსოფლიო პატრიარქმა მას გულსაკიდი ჯვარი გადასცა, რის შემდეგაც კიდევ რამდენიმე სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. მგალობლებმა ნათლისღების კალანდა და სხვა სადღესასწაულო სიმღერები შეასრულეს.
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19