მსოფლიო პატრიარქი მე-4 მსოფლიო კრების ხსენების დღესთან დაკავშირებით ქალკედონში იმყოფებოდა


მისი ყოვლადუწმინდესობა, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე 16 ივლისს, კვირას, მე-4 მსოფლიო კრების 630 წმინდა და ღმერთშემოსილი მამის ხსენების დღეს, ქალკედონის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას დაესწრო.

ლიტურგია ადგილობრივმა მღვდელთმთავარმა - ქალკედონის მიტროპოლიტმა ემანუელმა, არავისოს ეპისკოპოს კასიანესა და ტრალის ეპისკოპოს ბენიამენთან ერთად აღავლინა. ლიტურგიიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა ემანუელმა მრევლს ქადაგებით მიმართა და მეოთხე მსოფლიო კრების გადაწყვეტილებებსა და მსოფლიო საპატრიარქოს მისიასა და დანიშნულებაზე ესაუბრა, ცნობილ 28-ე კანონზე განსაკუთრებული ხაზგასმით.

ჩამოლოცვის შემდეგ მისმა ყოვლადუწმინდესობამ მრევლს მეოთხე მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხატები დაურიგა.

წყარო: https://ec-patr.org/%CE%BF-%CE%BF%CE%B9%CE%BA%CE%BF%CF%85%CE%BC%CE%B5%CE%BD%CE%B9%CE%BA%CF%8C%CF%82-%CF%80%CE%B1%CF%84%CF%81%CE%B9%CE%AC%CF%81%CF%87%CE%B7%CF%82-%CF%83%CF%84%CE%B7%CE%BD-%CF%87%CE%B1%CE%BB%CE%BA%CE%B7/?fbclid=IwAR1UhFehxCmCUE7jysHw4YMOD8cKriDb3wMgc6aKbuLOm3ql2tR92zWLzXg

მსგავსი განცხადებები: