- 2023/12/01
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კანცელარიის განცხადებით, სოფიის მიტროპოლიტი და სრულიად ბულგარეთის პატრიარქი ნეოფიტე ჰოსპიტალიზირებულია ფილტვების ანთების დიაგნოზით.
"პატრიარქი ნეოფიტე სოფიის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაშია გადაყვანილი ფილტვების ანთების დიაგნოზით. მოვუწოდებთ კლიროსს და ღვთისმოყვარე ერს, ილოცონ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის გამოჯანმრთელებისთვის", - წერია წმინდა სინოდის განცხადებაში.
მოგვიანებით, ბულგარეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბულგარეთის ეკლესიის 78 წლის პირველიერარქის მდგომარეობა სტაბილურია და იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
წყარო: https://risu.ua/ru/bolgarskogo-patriarha-gospitalizirovali-s-zabolevaniem-legkih_n144332
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19