კვიპროსის მთავარეპისკოპოსი გიორგი: 'მწუხარებას გამოვხატავ იმის გამო, რაც გასაჯაროვდა'


მსურს, ჩემი გულწრფელი მწუხარება გამოვხატო იმ ყველაფრის გამო, რაც საჯარო გახდა - კვიპროსის ეკლესიის წიაღში თაღლითობის, უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ყიველგვარი უზნეობის შესახებ გავრცელებული ხმების გამო.

ვარწმუნებ ეკლესიის ქრისტესმოსახელე სავსებას, რომ ჩემი გადაწყვეტილებაა, სრულად იქნას გამოძიებული ის ყველაფერი, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაშფოთებს.

წმინდა სინოდმა თავის სასამართლო ორგანოებს დაავალა, რომ სრულად გამოიძიონ საქმე და მათ უკვე დაწყებული აქვთ გამოძიების პროცესი.

მოვუწოდებ პოლიციასა და კვიპროსის რესპუბლიკის ყოველ ორგანოს, რომელიც გამოძიების პროცესშია ჩართული, რომ სრულად გამოიკვლიონ ეს საქმე.

ამგვარი ფაქტები არანაირად და არავის მიერ არ უნდა იქნეს მიღებული.

დარწმუნებული ვარ, რომ ყველას შეგიძლიათ გამიჯნოთ ეკლესიის ინტიტუტი თავიანთი მისიის უღირსი პირებისაგან.

ეკლესიაში მრავალი სასულიერო პირია, რომლებიც პატივს სცემენ თავიანთ მისიას.

ეკლესია, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი კრიზისიდან გაძლიერებული გამოვა.

ღმერთმა აკურთხოს ჩვენი შესვლა დიდ ორმოცეულში, ღირს-გვყოს ჯეროვნად მივაღწიოთ დიდ შვიდეულს, რათა შევძლოთ და მივიღოთ ის სიხარული, რაც ქრისტეს უხრწნელი ვნებიდან და მესამე დღეს აღდგომიდან მომდინარეობს.

კვიპროსის წმინდა სამთავარეპისკოპოსო

15 მარტი, 2024

წყარო: Κύπρου Γεώργιος: «Εκφράζω την λύπη μου για όσα βλέπουν το φως της δημοσιότητας» (romfea.gr)

მსგავსი განცხადებები: