ხერსონის ოლქში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაბომბვის შედეგად კვლავ დაზიანდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი


2024 წლის 4 თებერვალს, დაბომბვის შედეგად უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ხერსონის მიძინების საკათედრო ტაძარი დაზიანდა. აღნიშნულ ინფორმაციას ხერსონის ეპარქიის პრესსამსახური ავრცელებს. დაზიანებული ტაძრის ვიდეო საკუთარ გვერდზე განათავსა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

ეპარქიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის ჯარის გასროლილი ერთი რაკეტა ტაძრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. შედეგად ჩაიმახვრა სარკმლები, დაზიანდა შესასვლელი კარი; რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა ტაძრის კედლები და საფეხურები.

წყარო: В Херсоне вновь пострадал от обстрела РФ Успенский собор - Новости - новости Православия - Союз православных журналистов (spzh.media)

მსგავსი განცხადებები: