- 2023/10/19
უკრაინელთა ევროპულმა კონგრესმა წერილით მიმართა პატრიარქ ბართლომეს, დიასპორის სულიერად გამოკვებისთვის ევროპაში შექმნას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურა. წერილს ხელს აწერს კონგრესის მეთაური - ბოგდან რაჩინცი.
ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის თავდასხმის შემდეგ მილიონობით უკრაინელი აღმოჩნდა საზღვარგარეთ, სადაც ისინი აწყდებიან "მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების და მათი მსახურების მხრიდან მუდმივ და მასშტაბურ მცდელობებს მოიპარონ ჩვენი ხალხის სულები".
აღნიშნულთან დაკავშირებით, კონგრესის წევრები სთხოვენ პატრიარქ ბართლომეს "შექმნას სპეციალური საეკლესიო სტრუქტურა, რომელიც ევროპის ქვეყნებში იზრუნებს მართლმადიდებელ უკრაინელებზე, ექნება დაურღვეველი კავშირი მსოფლიო საყდართან და უკრაინის უწმინდეს მართლმადიდებელ ეკლესიასთან".
ტომოსის თანახმად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია "განისაზღვრება უკრაინის სახელმწიფო ტერიტორიით" და "არ შეუძლია დაადგინოს ეპისკოპოსები, დააფუძნოს სამრევლოები სახელმწიფოს გარეთ. უკვე არსებული ამიერიდან ემორჩილება მსოფლიო საყდარს, რომელსაც კანონიკური უფლებამოსილება გააჩნია დიასპორის საკითხებში".
წყარო: https://spzh.news/ru/news/76489-konhress-ukraintsev-prizval-patriarkha-varfolomeja-izmenit-tomos-ptsu?fbclid=IwAR0mNBSdSsNGee_v9O7gTzDtWOI9H60Ib0Gqx5ygwfJsicSuhvO2E1ukm6o
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19