- 2023/11/11
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის გახსნა 2023 წლის 10 ნოემბერს შედგა. მრავალრიცხოვან მრევლსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბულგარეთის საპატრიარქოში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ახალმა წარმომადგენელმა, დეკანოზმა ვლადიმირ ტიშჩუკმა.
ტაძარში შეკრებილმა სასულიერო და საერო პირებმა სამადლობელი ლოცვა შეასრულეს. შემდეგ პარაკლისი აღავლინეს წმინდა სერაფიმეს, ბოგუჩარის მთავარეპისკოპოსის, სოფიელი სასწაულთმოქმედის წმინდა ნაწილებთან. მისი საფლავი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის კრიპტაში მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ სოფიაში რუსული ეკლესია 2023 წლის სექტემბერში დაიხურა მას შემდეგ, რაც ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა ყოფილი წინამძღვარი, არქიმანდრიტი ბასიანე ზმეევი. ა. წ. 10 ოქტომბერს რუსეთის საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაზე ახალ წინამძღვრად დაადგინეს ვენისა და ავსტრიის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვლადიმირ ტიშჩუკი. არქიმანდრიტი ბასიანე კი დაინიშნა წმინდა მიწაზე რუსული მისიის წინამძღვრად.
წყარო: https://pravlife.org/ru/content/vozobnovleny-bogosluzheniya-v-hrame-patriarshego-podvorya-v-sofii
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27