- 2023/06/15
2023 წლის 12-14 ივნის საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სხდომები გაიმართა. სხდომებს ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსი იერონიმე თავმჯდომარეობდა.
წმინდა სინოდმა განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:
დაამტკიცა წმინდა სინოდის სპეციალური ,,კულტურული იდენტობის კომისიის" მიერ მომზადებული მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გეგმა, რომელიც დაკავშირებულია მცირე აზიის კატასტროფიდან 100 წლისთავთან. კონფერენცია გაიმართება 2023 წლია 20 და 21 ოქტომბერს წმინდა სინოდის ღონისძიებათა დარბაზში, თემაზე: ,,მართლმადიდებელი ეკლესია მცირე აზიაში, პონტოსა და აღმოსავლეთ თრაკიაში ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მე-20 საუკუნის დრამატულ მოვლენებამდე".
დაამტკიცა წმინდა სინოდის სპეციალური ,,განსაკუთებულ სამოძღვრო თემათა და გარემოებათა კომისიის" მიერ მომზადებული გეგმა თემაზე: ,,ტრეფიკინგთან ბრძოლა და მზრუნველობამოკლებულ არასრულწლოვანთა დაცვა".
წმინდა სინოდმა სპეციალური ,,ლიტურგიკული აღორძინების კომისიის" მიერ მოისმინა ინფორმაცია 6-8 ივნისს გამართული მე-18 ლიტურგიკული კონფერენციის შესახებ, რომელიც პერისტერის სამიტროპოლიტო ცენტრში გაიმართა, თემაზე: ,,მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურების ზნე და ხასიათი".
წყარო: https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/57348-oloklirothike-i-dis-tou-iouniou-apofaseis?fbclid=IwAR2oQglaI6bGFOeBK8Mkr-8-vfEVm_n2Z82CuoG8DDsJZSxTYrK-5f_NkZQ
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19