მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა დიდმარხვის მოახლოებასთან დაკავშირებით ორ მღვდელმთავარს სასჯელი მოუხსნა


ორშაბათს, 26 თებერვალს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა განსახილველად მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს წინადადებით, წმინდა ტრიოდიონის პერიოდის დადგომასა და წმინდა და დიდი ორმოცეულის მოახლოებასთან დაკავშირებით, წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ ევმენიის ეპისკოპოს ირინეოსსა და დორილეის ეპისკოპოს დამასკინოსს გაუუქმოს მონასტერში სამთვიანი შეზღუდვის სასჯელი.

წმინდა სინოდის მთავარი სამდივნო

წყარო: Ανακοινωθέν για τις εργασίες της Αγίας και Ιεράς Συνόδου (26 Φεβρουαρίου 2024) - Οικουμενικό Πατριαρχείο (ec-patr.org)

მსგავსი განცხადებები: