- 2023/10/13
ოთხშაბათს, 11 ოქტომბერს საბერძნეთის პრეზიდენტის, კატერინა საკელაროპულუს, მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და თითქმის ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმმადგენელთა მონაწილეობით საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დაიწყო.
კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენს - "მართლმადიდებელი ეკლესია პოსტმოდერნისტული ეპოქის "არამატერიალური რეალობის" მსვლელობაში". მასზე საბერძნეთის წმინდა სინოდისა და თავად ამ კონფერენციის თავმჯდომარის, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმეს მოწვევით, იმყოფებიან:
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე;
საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ;
ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი გიორგი;
ტირანისა და სრულიას ალბანეთის მთავარეპისკოპოსი ანასტასიოსი;
ალექსანდრიის პატრიარქის წარმომადგენელი - ნავკრატიდის მიტროპოლიტი პანტელეიმონი;
ანტიოქიის საპატრიარქოს წარმომადგენლები - ბერიისა და ალეპოს მიტროპოლიტი ეფრემი და სელევკიის ეპისკოპოსი რომანოზი;
იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენელი - ათენში წმინდა საფლავის ეგზარქოსი, ანთიდონის მთავარეპისკოპოსი ნექტარიოსი;
სერბეთის ეკლესიისა და სერბეთის პატრიარქის წარმომადგენელი - ბრანიშევის ეპისკოპოსი ეგნატე;
რუმინეთის ეკლესიისა და რუმინეთის პატრიარქის წარმომადგენლები - ბუზაიოსა და ბრანცეას მიტროპოლიტი კვიპრიანე და მღვდელი გიორგი ჰოლბეა;
ბულგარეთის ეკლესიისა და ბულგარეთის პატრიარქის წარმომადგენლები - ბრაცის მიტროპოლიტი გრიგოლი, ბელოგრადსკის ეპისკოპოსი პოლიკარპე და დიაკონი სიმონ ბორისოვ-ივაილოვი;
საქართველოს ეკლესიასა და მის უნეტარესობას, მცხეთის მთავარეპისკოპოსსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას წარმომადგენლები - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;
პოლონეთის ეკლესიის წარმომადგენლები - თეოლოგიის პროფესორები ჯერზი ოსტაპჩუკი და ჯერზი ბეტლეჯკო;
ასევე ესწრებოდნენ ავტონომიურ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურები:
ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ლეონი, ტალინისა და სრულიან ესტონეთის მიტროპოლიტი სტეფანე და კრეტის ნახევრად ავტონომიური ეკლესიიდან - კიდონიის მიტროპოლიტი დამასკინოსი.
ასევე ესწრებოდნენ: საბერძნეთის განათლების, რელიგიათა და სპორტის მინინსტრი კირიაკოს პიერაკაკისი, როგორც საბერძნეთის პრემიერ მინისტრის წარმომადგენელი, საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, მინისტრები, სამხედრო ხელმძვანელობა, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ელჩები, სხვა კონფესიათა წარმომადგენლები, კლირიკოსები და საეროები.
კონფერენცია საორგანიზაციო კომიტეტის მდივანმა, ბატონმა ალექსანდრე კაციარასმა გახსნა და შესავლის შემდეგ სიტყვა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს გადასცა, რომელმაც სხვათა შორის, აღნიშნა : "ჟურნალი "თეოლოგია" თავისი არსებობის მეორე საუკუნეში გადავიდა. ვერც ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ვერც სოციალური პროგრესი და ვერც სამეცნიერო ცოდნა ვერ აკმაყოფილებს ადამიანს სრულად, ვინაიდან "მხოლოდ პურით არ ცოცხლობს ადამიანი" (მათე 4.4). მეცნიერებას დიდი ძალა აქვს, მაგრამ დიდი ძალა აქვს ღვთისადმი რწმენასაც, რომელიც პასუხობს ადამიანის სიღრმისეულ ეგზისტენციალურ კითხვებს. როგორც მართებულადაა ნათქვამი, მეცნიერების თავბუდამხვევი პროგრესი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მან უარი თქვა დაესვა და ეპასუხა იმ შეკითხვებისთვის, რომლებიც ფილოსოფიისა და თეოლოგიის ბირთვს წარმოადგენენ".
კონფერენციის თავმჯდომარემ, ათენის მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ აღნიშნა - "განსაკუთრებულ პატივს ვგრძნობ, რომ ჟურნალ "თეოლოგიის" 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქვეყნიერების კიდეებიდან ტაძარში, და არა სხვაგან, შევიკრიბეთ. ტაძარში, ვინაიდან ჩვენთვის თეოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებული მსახურებასთან".
მთავარეპისკოპოს იერონიმეს სიტყვით გამოსვლის შემდეგ, თესალონიკის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტის დეკანმა და დოგმატური და სომბოლური ღვთისმეტყველების პროფესორმა ქრიზოსტომოს სტამულისმა წაიკითხა მოხსენება თემაზე - "მატერიალურიდან არამატერიალურ სამყარომდე. როგორ მოვედით აქამდე?"
წყარო: https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/59318-enarksi-diethnoys-epistimonikoy-synedriou-gia-to-periodiko-theologia-foto?fbclid=IwAR2TAolCyRJV_viHJxvJnHCrRTtrn_dDaCcZWR-STBwEO7Ypm_MT2-08rAI
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19