ათონის მთის წმინდა კინოტის განცხადება


საბერძნეთის მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებების საპასუხოდ, "ერთსქესიანი წყვილების" ქორწინებისა და აგრეთვე მათ მიერ შვილთა აყვანის დაკანონების საკითხთან მიმართებით, ჩვენი წმინდა კინოტი გამოთქვამს ყველა მთაწმინდელი მამის მწვავე დამოკიდებულებას და შეშფოთებას.

წმინდა მთა, როგორც ლოცვისა და ასკეზის ადგილი, მდაბლად ლოცულობს ყველა ადამიანისათვის, როგორც ღვთის ხატებისათვის.

ამის მიუხედავად, გამოვთქვამთ ჩვენს პრობლემურ დამოკიდებულებასა და ღრმა მწუხარებას აღნიშნული კანონპროექტების მიმართ.

მოვალენი ვართ ამ განცხადების მეშვეობით ცხადად აღვნიშნოთ, რომ ქორწინებისა თუ შვილის აყვანის ყოველ ფორმას, რომელიც სახარების სწავლებასა და ჩვენი კეთილმსახური ერის მრავალსაუკუნოვან გარდამოცემას უპირისპირდება, აბსოლურუტად ვეწინააღმდეგებით.

მხურვალედ მოვუწოდებთ საბერძნეთის მთავრობას, რომ არ გააგრძელოს აღნიშნული სახარების საწინააღმდეგო კანონპროექტის განხილვა და ვლოცულობთ, რომ ჩვენი სამშობლოს მფარველმა და წმინდა მთის დამცველმა ყივლადწმინდა ღვთისმშობელმა იშუამდგომლოს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წინაშე, რათა ყველას გაგვიძღვეს იგი სინანულისა და სიცოცხლისაკენ, სახარებისეული სინათლისა და მისი მოძღვრების შესაბამისად.

წყარო: Άγιον Όρος σε Κυβέρνηση: ''Όχι σε νομοσχέδιο για γάμο ομόφυλων ζευγαριών'' (romfea.gr)

მსგავსი განცხადებები: