- 2023/10/19
საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი, ირინა გერაშჩენკო, საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს:
"უკრაინული მიწიდან მოსკოველი მღვდლების გაძევებისკენ პირველი ნაბიჯი გადაიდგა!"
იგი ასევე განმარტავს რას ითვალისწინებს პროექტი:
* იმ ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვა, რომელთა მმართველი სტრუქტურა უკრაინის საზღვრებს მიღმა მდებარეობს;
* რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა შესაძლოა შეწყდეს სასამართლო განჩინების საფუძველზე აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე.
* აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს უფლება აქვთ:
- ჩაატარონ ექსპერტიზა რელიგიური ორგანიზაციების რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობის შესახებ;
- გასცენ წერილობითი მითითება გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად შესაბამის ვადებში.
- დადგენილ ვადებში რელიგიური ექსპერტიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევის შეუსრულებლობის გამო სასამართლოში საჩივარი შეიტანონ;
გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიული დეპარტამენტი. მათი აზრით, ქვეყანაში მოსკოვის საპატრიარქოს საქმიანობის აკრძალვის აკრკანონპროექტი არღვევს აღმსარებლობის თავისუფლებას, შეიცავს იურიდიულ ნაკლულევანებებს, არ შეესაბამება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას და უკრაინის კონსტიტუციას.
წყარო: https://risu.ua/ru/rada-progolosovala-v-pervom-chtenii-za-zapret-moskovskogo-patriarhata_n143266
https://risu.ua/ru/narushaet-prava-cheloveka-v-upc-mp-otreagirovali-na-golosovanie-za-zapret-moskovskogo-patriarhata_n143277
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19