მსოფლიო საპატრიარქომ ახალი იერარქები გამოირჩია


პარასკევს, 22 მარტს, მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

წმინდა სინოდმა:

ა) თიატირისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოს ნიკიტას დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნული სამთავარეპისკოპოსოდან გამოყო ირლანდია და დააარსა მსოფლიო საპატრიარქოს ახალი სამიტროპოლიტო, სახელწოდებით - "ირლანდიის წმინდა სამიტროპოლიტო", იქაური მართლმადიდებელი მორწმუნეების მუდმივად მზარდი სამწყსოს სულიერი საჭიროებებისათვის და ამ ახალდაარსებული სამიტროპოლიტოს მიტროპოლიტად ზენუპოლისის ეპისკოპოსი იაკობი გამოირჩია.

ბ) ამერიკის ეპარქიული კრების კანონიკური მოთხოვნის გათვალისწინებით, ამერიკის მთავარეპისკოპოს ელპიდოფორესათვის ორი დამხმარე ეპისკოპოსი გამოირჩია - არქიმანდრიტი ნექტარიოს პაპაზაფიროპულოსი და არქიმანდრიტი ანტონი ავრამოპულოსი.

წმინდა სინოდმა ასევე განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები.

წყარო: Ανακοίνωση του Οικουμενικού Πατριαρχείου για εκλογές νέων ιεραρχών - ORTHODOXIA INFO

მსგავსი განცხადებები: